ფეხბურთი

19:42 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ბლინდი გამოარჩიეს

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" მცველი დეილი ბლინდი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბლინდმა "დორტმუნდთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიდერლანდელმა დაცვაში ეფექტურად ითამაშა და სამი ვარდნა ზუსტად შეასრულა. მიმდინარე სეზონში დეილიმ 13 შეხვედრა ჩაატარა.

0.181851