პოლონეთის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში გიორგი მერებაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „პოდბესკიძიემ“ სტუმრად „სტომილი“ 4:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
მერებაშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა, თავი კი 23-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.
35 წლის ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, „პოდბესკიძიე“ კი 21 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და ექსტრაკლასაში გადასასვლელად იბრძვის.