ფეხბურთი

23:35 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას საგოლე პასი კონფერენს ლიგაზე და "ანორთოსისის" განიავებული უპირატესობა

კონფერენს ლიგის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ტალინის „ფლორას“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა - 2:2.

კვიპროსელები 28-ე წუთისთვის უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ (2:0), მაგრამ ვერ შეინარჩუნეს და პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

ძირითად შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ ნიკა კაჭარავა იყომ რომელმაც 59-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. ნიკას პასით 28-ე წუთზე დენის პოპოვიჩმა გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. ნიკა ნინუა და გიორგი ლორია თადარიგში დარჩნენ.

„ანორთოსისს“ სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ორ ადგილს „ფლორასთან“ ერთად იყოფს, პლეი-ოფში გასვლა კი გაუჭირდება. როგორც ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ თქვა, მისი გუნდი გოლებს ძალიან მარტივად უშვებს და ახლა კვიპროსის ჩემპიონატის მატჩებზე იფიქრებენ, კონფერენს ლიგაზე კი ბოლომდე იბრძოლებენ.

დღესვე კონფერენს ლიგაზე დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ პაოკ-ს უმასპინძლა და 1:2 წააგო. დანიელები მეცხრე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩნენ. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, „კოპენჰაგენს“ კი 6 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და პაოკ-ს ერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115741