კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ რობერტო კარლოსის მიღწევა გაიმეორა. ესპანელმა ფეხბურთელმა კიევის „დინამოსთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის მე-16 გამოდგა.
პიკე რობერტო კარლოსს დაეწია და ორივე ფეხბურთელს 16-16 გოლი აქვთ გატანილი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მცველებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ხუთეულში მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთა სახელი ძირითადად „ბარსელონასა“ და „რეალთან“ ასოცირდება.
ჟერარ პიკე - 16 გოლი
რობერტო კარლოსი - 16 გოლი
სერხიო რამოსი - 15 გოლი
ივან ელგერა - 15 გოლი
დანი ალვეში - 12 გოლი