ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში „ატალანტასთან“ მოგებს შემდეგ (3:2), „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკოსებს უაპსუხა. შეგახსენებთ, რომ მანკუნიანელებმა სწორედ 36 წლის პორტუგალიელი ფორვარდის გვიანი გოლით მოიგეს.
„ვინც რონალდუს საქმისადმი ზერელე მიდგომისთვის აკრიტიკებს, ნახოს ეს მატჩი. ნახოს როგორ გადაადგილდება, მეტოქის კართან ხომ განუმეორებელია. კმაყოფილი ვარ მისი თავდასხმაში გარჯით.
რონალდუ ყველაფერს იდეალურად აკეთებს. გოლიც იმ ქმედების შემდეგ გაიტანა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს Daily Mail.