ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ იტალიური „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ 81-ე წუთზე გაიტანა.
პორტალი Goal ტვიტერში წერს, რომ ეს გოლი პორტუგალიელი დიდვარსკვლავისთვის სარეკორდო გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა მას უკვე 38 გუნდისთვის გაუტანია, რაც ტურნირის რეკორდია.