მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კარიმ ბენზემას მატიე ვალბუენას შანტაჟის გამო 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმეზე სასამართლო უკვე დაიწყო, მაგრამ პირველ პროცესზე ფრანგი ფორვარდი არ გამოცხადდა.
იქამდე კი „ოლიმპიაკოსის“ ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.
„ბოლომდე მივალ, ამას 6 წელია ველოდები. იმდენ ხანს ვიბრძოლებ, რამდენიც საჭირო იქნება. მხოლოდ განაჩენის შემდეგ დავივიწყებ ამ კოშმარს“, - თქვა ვალბუენამ.
შეგახსენებთ, 2015 წელს ბენზემა, როგორც შუამავალი ვალბუენას ინტიმური სახის ვიდეოთი აშანტაჟებდა და სანაცვლოდ ფულს ითხოვდა. სკანდალის გამო იმავე წელს ორივე ფებხურთელი საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს, თუმცა, ბენზემა ევრო 2020-ის წინ დიდიე დეშამმა ისევ გამოიძახა.
სასამართლო თუ დაადგენს, რომ ბენზემა დამნაშავე იყო, მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. თავად „რეალის“ ფეხბურთელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.