„ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ულე-გუნარ სულშერის შესახებ.
„რას აკეთებს? რა სტილი აქვს? სულშერს წარსულზე ლაპარაკი უყვარს, „იუნაიტედის“ კონტრშეტევებზე და გოლებზე. მართალია, ის ამ ისტორიის ნაწილია, მაგრამ ისტორიის გაკვეთილზე ხომ არ ვართ. რას აკეთებს ახლა? ვერ ვხედავ რაიმე განსხვავებულ იდეას.
მართალია, „მანჩესტერი“ ნორვეგიელის მისვლის შემდეგ, ცოტა წელში გაიმართა, მაგრამ ვერ შევადარებ მას ვერც მოურინუს ან ვან გაალს.
სულშერი ვერც პრემიერლიგას მოიგებს და ვერც ჩემპიონთას. ის კლუბში სკანდინავიური გამოცდილებით მივიდა, რაც დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად საკმარისი არ არის. ვერც კლოპს, გვარდიოლას ან ტუხელს შევადაებდი. ისინი გამარჯვებული, ტიტულიანი სპეციალისტები არიან. სულშერი კი არა.
სწორად გამოგეთ, ეს სულშერის კრიტიკა არ არის. უბრალოდ, „მანჩესტერს“ სხვა გაქანების დამრიგებელი სჭირდება.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.