ფეხბურთი

12:24 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ კუადრადოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ უახლოეს ხანში წარმატებით დაასრულებს მოლაპარაკებას თავის კოლუმბიელ ფეხბურთელთან, ხუან კუადრადოსთან, ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 33 წლის კუადრადოს კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებენ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

კოლუმბიელის ტურინულ კლუბთან მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113288