„მანჩესტერ სიტის“ შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, „ბარსელონას“ პრიორიტეტული სატრანსფერო ფიგურაა, თუმცა მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო, ინგლისელის გადაბირება არცთუ იოლი იქნება - წერს Marca.
საქმე ის არის, რომ „სიტი“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს ითხოვს. „ბარსელონასთვის“ კი, ფინანსური სიძნელეების გათვალისწინებით, ეს ძალიან დიდი თანხაა.
კატალონიური კლუბი სტერლინგის იჯარის წესით დამატებას ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ რაჰიმი მანჩესტერში დარჩა. ოქტომბრის დასაწყისში კი მან კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. მიზეზი მცირე სათამაშო დროა.