„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს და ხმის მიცემის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, მხარს პოლონელს დაუჭერდა.
„ვფიქრობ, რომ თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს, შევაფასებ ფეხბურთელების შედეგებს ბოლო ორი წლის მიხვედით. ჩემი აზრით, ლევანდოვსკი იმსახურებს პირადი მიღწევებისა და „ბაიერნთან“ ერთად გამარჯვებებისთვის“, - თქვა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის 30 ნომინანტია ცნობილი და France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს.