„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლაიფციგთან“ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ცნობა პარიზული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.
ბრაზიელიელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აწუხებს და ტკივილი მან სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ იგრძნო. ჯერჯერობით, ზუსტი დრო, რომელიც ნეიმარს გაუცდება, ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ლაიფციგის“ მატჩი 19 ოქტომბერს გაიმართება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ორ ტურში 4 ქულა აქვს, ხოლო გერმანელებს ჯერ ქულა არ მოუპოვებიათ.