არნემის „ვიტესის“ გულშემატკივრები „ნაიმეგენთან“ გამარჯვებას აღნიშნავდნენ, როდესაც სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა ჩამოინგრა.
აღსანიშნავია, რომ ფანებმა ფეხბურთელებთან ერთად ზეიმი გააგრძელეს, ხოლო ინციდენტის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
„ნაიმეგენის“ სტადიონი „დე გოფერტი“ 1939 წელს გაიხსნა, 2000 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 12 ათასზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს იტევს.
აქვე გეტყვით, რომ "ნაიმეგენისა" და "ვიტესის" მატჩი არნემელებმა 1:0 მოიგეს.