ფეხბურთი

15:01 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასტილიეხო: "ჯერ კიდევ გუშინ დედაჩემსაც არ ვუნდოდი"

იტალიურმა „მილანმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ვერონას“ 3:2 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0:2 წააგო. „როსონერის“ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სამუ კასტილიეხომ შეიტანა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ჯერ პენალტი მოიპოვა, მერე კი გადამწყვეტი ავტოგოლი, რომელიც „ვერონას“ მცველმა გაიტანა, მის ჩაწოდებას მოჰყვა.

თამაშის შემდეგ ესპანელმა ნახევარმცველმა ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან მას დიდი ხანია „მილანის“ ფანები სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებენ და მიიჩნევენ, რომ ის შავ-წითელთა რიგებში არ უნდა ირიცხებოდეს.

ჩემი ცრემლები გადმოსცემს იმას, რაც გავიარე და რასაც გავდივარ. მიყვარს მოედანზე ჩემი სულის დატოვება და ამჯერად ეს გავაკეთე. გუშინ დედაჩემსაც არ ვუნდოდი, დღეს კი შემიძლია გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება ვიზეიმო. ჩემი რევანში? ყოველთვის სულით და გულით ვთამაშობ. ბედნიერი ვარ ჩემი თავის და ჩემი ოჯახის გამო, რომლებმაც ეს რთული პერიოდი ჩემთან ერთად გადაიტანეს. მიკვირს, რომ ფიზიკურად კარგად ვარ ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ. ყოველთვის იმისთვის ვმუშაობ, რომ გუნდისთვის მზად ვიყო“, - თქვა კასტილიეხომ.

შეგახსენებთ, "მილანს" ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს და 8 ტურში 24 შესაძლებელი ქულიდან 22 მოიპოვა, რითაც პირველ ადგილზეა.

0.114156