„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა ფრანგ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინონ.
არგენტინელმა ასევე ისაუბრა ლიონელ მესის ტრანსფერზე და ზოგადად, პსჟ-ს სატრანფერო კამპანიაზე.
„მბაპემ თავისი პოზიცია რამდენიმე თვის წინ გვაცნობა, მაგრამ მომავალში ის შეიძლება შეიცვალოს. კლუბს იმედიც აქვს და უნარიც, რომ აცდუნოს კილიანი, შესთავაზობს მას ყველა საშუალება, რომ ბედნიერი იყოს და ფეხბურთით ისიამოვნოს. შემდეგ თვითონ გადაწყვეტს ითამაშოს თუ არა ჩვენთან, დიდი შანსია, რომ მან აზრი შეიცვალოს.
მესი? ლეონარდომ დამირეკა და მითხრა, რომ არის მესის გაფორმების შესაძლებლობა და მომწონდა თუ არა ეს? მე კი ვუპასუხე: „ეს ხუმრობაა თუ მართლა შესაძლებელია?“ შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
პსჟ-ს სატრანსფერო პოლიტიკა? ჩვენ წესების დარღვევით აბსოლუტურად არაფერს ვაკეთებთ, პირიქით, დიდ გუნდებს შორის ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებს ხარჯავს თავისუფალი აგენტების მოყვანის ხარჯზე. ზოგჯერ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ისე, რომ არაფერი ვიცით, სხვა კლუბების ანგარიშები რომ შეამოწმოთ, ვინ იცის რა სიურპრიზებს ნახავთ“, - თქვა პოჩეტინომ.