ფეხბურთი

14:23 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების ახალი ანტირეკორდი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩატარებული შესარჩევი მატჩის შემდეგ, უკრაინის ნაკრებმა ზედიზედ მე-10 შეხვედრაში გაუშვა გოლი. ეს მათი ანტირეკორდია.

ბოლო თამაში, რომელშიც უკრაინელებს ბურთი არ გაუშვიათ, 7 ივნისს კვიპროსთან გახლდათ. მაშინ გუნდს ჯერ კიდევ ანდრეი შევჩენკო წვრთნიდა. უკრაინელებმა 4:0 გაიმარჯვეს.

წინა ანტირეკორდული სერია 2010-11 წლებში მოხდა, როცა ლურჯ-ყვითლებმა ზედიზედ ცხრა მატჩის განმავლობაში ვერ შეინახეს საკუთარი კარი მშრალად.

0.118217