ფეხბურთი

13:20 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ და „ინტერი“ „გენკის“ 201 სანტიმეტრიანი თავდამსხმელით დაინტერესდნენ

უხლოეს ხანში „გენკის“ თავდამსხმელმა, პოლ ონუაჩომ, შესაძლოა, კლუბი შეიცავლოს. საქმე ის არის, რომ მისით „ატლეტიკო“ და „ინტერი“ დაინტერესდნენ - გვამცნობს CalcioMercato.

21 წლის ნიგერიელი შემტევი 201 სანტიმეტრ სიმაღლისაა.

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს უთხრა: ონუაჩოს გადაბირება იმიტომ მსურს, რომ ჩემი ფორვარდებისგან აბსოლუტურად განსხვავებულიაო.

„ინტერის“ სპორტული დირექტორი, ბეპე მაროტა კი ონაუჩოში ედინ ჯეკოს შემცვლელს ხედავს.

„გენკი“ ნიგერიელში 25 მილიონ ევროს ითხოვს.

0.101433