ფეხბურთი

19:07 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "გვინდა, რომ საკლუბო და სანაკრებო კალენდარი ერთმანეთს სრულად გამოეყოს"

ვეტერანი ფრანფი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ სურთ საკლუბო და სანაკრებო კალენდრის ერთმანეთისგან გამოყოფა. მაგალითად, კალენდარულ წელიწადში 8 თვე მთლიანად კლუბებს დაეთმობათ, ხოლო 3 თვის განმავლობაში გადაბმულად სანაკრებო მატჩები გაიმართება.

„ეს წინადადება არის საერთაშორისო კალენდრის რეფორმის ნაწილი, რომლის შემოღება შესაძლებელი 2024 წლამდე არ იქნება. გრაფიკის რეფორმიერებით ყოველი სეზონის ბოლოს გამოჩნდება ფანჯარა დიდი საერთაშორისო ტურნირებისთვის. ეს გამოყოფს კლუბებისა და ეროვნული ნაკრებების კალენდარს. მაგალითად, მოქმედი ფორმატის გამო დამდეგ უიქ-ენდზე სამხრეთამერიკელ ფეხბურთელთა უმეტესობა თავიანთ კლუბებს ვერ დაეხმარებიან. მე ეს ალოგიკურად მიმაჩნია.

რეფორმის დეტალებზე კონსულტაციებს ვატარებ მთელ მსოფლიოში და ყოველჯერზე ორ კითხვას ვსვამ. პირველ რიგში ვეკითხები, გინდათ, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა? პასუხების 100% არის - არა. მეორე კითხვაა, აქვთ თუ არა, რაიმე იდეა საერთაშორისო კალენდრების რეორგანიზაციისთვის. მე ღია ვარ ნებისმიერი იდეისთვის, მათ შორის, საკუთარი აზრის გამოთქმისთვის. ხალხის 80-90% რეფორმის ჩემს ვერსიას ეთანხმება.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების საკითხს, დიახ, ამ შემთხვევაში ადამიანები უფრო თავშეკავებულები არიან, თუმცა, ეს ყველაფერი ემოციებია. ჩვენ შევეჩვიეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხწლიან ციკლს და ეს ბუნებრივად ჩანს, მაგრამ თუ ისტორიას ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ არც ისე ბუნებრივია. ეს არ არის პრესტიჟის საკითხი. როგორც უნდა იყოს, ეს ყველაფერი არ არის, ჩემი პირადი ახირება. ვთხოვ ხალხს შემოგვთავაზონ თავიანთი ვარიანტები, მათ შორის მათ, ვინც აკრიტიკებს ჩემს რეფორმას“, - თქვა ვენგერმა.

0.120388