ფეხბურთი

15:46 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ტეო ერნანდესი კორონავირუსის გამო გამოაკლდა

იტალიურ „მილანს“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტეო ერნანდესი გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფრანგი მცველი გუნდს იქამდე ვერ დაეხმარება, სანამ ვირუსს არ დაამარცხებს და ამას დაახლოებით 10-14 დღე დასჭირდება. ერნანდესი სავარაუდოდ საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე დაინფიცირდა, რადგან მანამდე „მამლების“ ბანაკში კოვიდ-19 ადრიენ რაბიოსაც დაუდასტურდა.

ტეო ერნანდესმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში მან 3-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა, ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელგიის ნაკრებთან, ხოლო ფინალში ესპანეთთან საგოლე პასი შეასრულა.

0.112466