მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი პოლონეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის სკანდალური გამოდგა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
თამაშს დიდი დატვირთვა ჰქონდა - მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები ხვდებოდნენ. მატჩის ბედი კი 77-ე წუთზე კარორ სვიდერსკის გოლმა გადაწყვიტა და პოლონელებმა 1:0 მოიგეს.
თუმცა, სწორედ გოლის შემდეგ ალბანელი ფანები გაღიზიანდნენ და მოედანზე პოლონელ ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს, შედეგად, მატჩი შეწყდა და ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ. სიტუაცია 20 წუთის შემდეგ დამშვიდდა და თამაში განახლდა, საბოლოოდ, კი პაულო სოუზას გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
პოლონეთმა ამ მოგებით 17 ქულა დააგროვა, სწორედ ალბანეთს გადაასწრო 2 ქულით და მეორე ადგილზე აინაცვლა. წინ კიდევ ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ პოლონელები მომდევნო მატჩს ანდორასთან გამართავენ, ალბანელები სტუმრად ინგლისთან და შესაძლოა, ამ ტურმა ყველაფერი გადაწყვიტოს.