ფეხბურთი

15:56 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერს“ და „მანჩესტერს“ ინსინიეს გადაბირება სურთ

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა, ლორენცო ინსინიემ, უახლოეს ხანში, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. ნეაპოლელებთან მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები კი ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.

Football Italia-ს ცნობით, კლუბი მას წელიწადში ჯამაგირად 4,6 მილიონ ევროს სთავაზობს. მაგრამ ლორენცოს ბონუსების ჩათვლით 7 მილიონი სურს.

წყარო გვამცნობს, რომ 30 წლის იტალიელის გადაბირებით „ინტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდნენ.

0.118329