ფეხბურთი

15:27 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის პარიზული დებიუტი, შესაძლოა, „ანჟესთან“ მატჩში შედგეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა, პარიზული კლუბის მაისურით პირველად, შესაძლოა, ფრანგული ლიგა 1-ის მე-10 ტურის მატჩში ითამაშოს „ანჟეს“ წინააღმდეგ - გვამცნობს Get French Football News.

მადრიდის „რეალის“ 35 წლის ყოფილი კაპიტანი პსჟ-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, თუმცა დღემდე კუნთის ტრავმის გამო არცერთი მატჩი უთამაშია.

პსჟ - „ანჟეს“ შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართება „პარკ დე პრენსზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.126545