„ნიუკასლი“ „მილანის“ ნახევარმცველით, ფრანკ კესიეთი დაინტერესდა - გვამცნობს Tuttosport.
24 წლის კოტდივუარელის „მილანთან“ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის შესაძლო გაგრძელებაზე კლუბს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
გასულ კვირას „ნიუკასლის“ აქციების 80 პროცენტი საუდის არაბეთის სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა იყიდა, რომელიც პორველ ეტაპზე კლუბისთვის დაახლოებით 400 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ნიუკასლი“ პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.