ფეხბურთი

11:23 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: „მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება უაზრო იდეა მგონია“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ჟურნალისტებს მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების თაობაზე გაუზიარა აზრი.

„რაღაც წინადადებები ვნახე, მაგრამ კარგად არ მესმის რა პროექტზე მუშაობს ახლა ფიფა. ყველაფერი სწრაფად იცვლება. იყო რაღაც პრეზენტაცია, იდეების გაზიარება. მგონია, რომ ასეთ მსჯელობაში ყველა უნდა მონაწილეობდეს, მათ შორის, საკლუბო ფეხბურთის წარმომადგენლებიც, თუ ყველა შეთანხმდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება კალენდარში ცვლილებების შეტანა.

მე თუ მკითხავთ, მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება უაზრო იდეა მგონია.“ - ციტირებს ინგლისელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114913