ქართველი ძალოსანი ნათია გადელია საუდის არაბეთში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
81 კგ წონით კატეგორიაში გადელიამ ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა.მან ატაცში 85. 88 და 91 კგ დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 108, 113 და 117 კგ დაძნია, შედეგად ორჭიდში 208 კგ-ს მოუყარა თავი და უახლოეს მდევარს 3 კგ-ით აჯობა.
აღსანიშნავია, რომ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო 3 ძალოსნით იყო წარმოდგენილი და ყველამ მედალი მოიპოვა. გადელიამ ოქრო, ნიკოლოზ ესართიამ ვერცხლი და გურამ ვეკუამ ასევე ვერცხლი.