კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა და ევროპის მასშტაბით სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
ყატართან ამხანაგურ შეხვედრაშ (3:0) რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისური 181-ედ მოირგო და ევროპაში მსგავსი შედეგი არავის დაუფიქსირებია.
კრიშტიანუმ სერხიო რამოსს გადაასწრო, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 180-ჯერ უთამაშია, მაგრამ ბოლო დროს „ფურია როხაში“ მას აღარ იძახებენ. მესამე ადგილზე ჯანლუიჯი ბუფონია, რომელსაც იტალიის ნაკრებში 176-ე უთამაშია.
აქვე გეტყვით, რომ ყატართან რონალდუმ გოლიც გაიტანა და ეს მისთვის სანაკრებო დონეზე 112-ე გოლი იყო, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.