ფეხბურთი

23:37 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთმა კოსოვო გაანადგურა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B შესარჩევ ჯგუფში, ჩვენის გარდა კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. შვედეთის ეროვნულმა გუნდმა კოსოვოსას უმასპინძლა სტოკჰოლმში და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში 29-ე წუთზე ემილ ფორსბერგმა გახსნა პენალტით. მეორე ტაიმის შუაწელში ალრკსანდერ ისაკმა გააორა, წერტილი კი 79-ზე შეცვლაზე შესულმა რობინ კვაისონმა დასვა.

ახლა შვედებმა 5 მატჩის შემდეგ 12 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. 9 -ქულიანი ბერძნები მესამე საფეხურზე დგანან. კოსოვომ 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეოთხეა. ლიდერი ესპანეთია, რომელმაც 13 ქულა მოაგროვა.

1-ქულიანი საქართველო კი ბოლო, მე-5 ადგილზეა.

0.105564