ფეხბურთი

20:52 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: „სალაჰი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ დიდვარსკვლავ რივალდოს მიაჩნია, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის“ მოპოვების რეალური კანდიდატია.

პარასკევს France Football-მა წლევანდელი „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის სალაჰიცაა. ეგვიპტელმა ახალი სეზონიც ჩინებულად დაიწყო, 9 მატჩში 9 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა. აგვისტოში კი „ლივერპულის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„სალაჰმა შთამბეჭდავად დაიწყო სეზონი. კარგ შედეგიანობას აჩვენებს, „სიტის“ კარში გატანილი მისი გოლი ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროდან იყო.

ამჟამად ის მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ცხადია, როცა ასეთ რთულ ტურნირში გამოირჩევი, უკვე ნიშნავს, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშე ხარ. ამიტომ „ოქროს ბურთსაც“ იმსახურებ.“ - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Liverpool Echo.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11925