რომის „ლაციომ“ გუნდის ლიდერებს, ჩირო იმობილესა და ფრანჩესკო აჩერბის ახალი კონტრაქტები გაუფორმა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
იმობილე „ლაციოს“ ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს, ხოლო აჩერბი - 2025 წლის.
ჩირო რომაულ გუნდში 2016 წელს გადავიდა და 227 მატჩში 156 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო აჩერბიმ 2018 წლიდან დღემდე 146 შეხვედრაში თავი ექვსჯერ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი იტალიის ნაკრების წევრია და გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.