ფეხბურთი

12:12 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "შესვენებაზე ვთქვით, რომ გოლს თუ გავიტანდით, ყველაფერი შეიცვლებოდა"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა ბელგიის ნაკრებთან (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სჯეროდათ, რომ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლებოდა.

„ძალიან ვამაყობთ ფეხბურთელებით და სამწვრთნელო შტაბით. შესვენების დროს გასახდელში სწორი სიტყვები იყო ნათქვამი. კილიანმა და კარიმმა არაჩვეულებრივი სამუშაო შეასრულეს. ფანტასტიკური მატჩი იყო, შესვენების დროს ვიგრძენით, რომ თუ ერთ გოლს გავიტანდით, ყველაფერი შეიცვლებოდა და ასეც მოხდა. ახლა ველოდებით ფინალს და ენერგიის აღდგენა გვჭირდება“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ფინალში 10 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.11455