ფეხბურთი

2:05 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "ამ თამაშის მოგება ჩვენს ნებისყოფაზე მეტყველებს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ბელგიის ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ფინალში გასვლა სურდა და ნებისყოფის ხარჯზე გაიმარჯვა.

„პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვიყავი. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ თავისი უნარები წარმოაჩინა. მატჩის სცენარიდან გამომდინარე ჩვენი გამარჯვება ნებისყოფის დამსახურებაა. გვინდოდა ფინალში გასვლა და იქ ვიქნებით, მაგრამ ენერგიის აღსადგენად ერთი დღით ნაკლები გვექნება, ვიდრე მეტოქეს“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში 10 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.114667