ფეხბურთი

22:18 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ლორენცო ინსინიე უახლოეს მომავალში "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც Calciomercato.com-ი იუწყება, ფეხბურთელის აგენტი და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს.

ინსინიეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ნეაპოლელებს ერთ-ერთი ლიდერი გაშვება არ უნდათ. ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით, ლორენცო წელიწადში 4.5 მილიონ ევროს იღებს. კრიზისის გამო თავდაპირველად საუბარი იყო ხელფასის ერთი მილიონით შემცირებაზე, თუმცა დე ლაურენტისი მზადაა იტალიელს ანაზღაურება 4 მილიონამდე შეუმციროს.

ლორენცო "ნაპოლის" აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 406 მატჩში 111 გოლი გაიტანა და 88 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში შვიდი ტურის შემდეგ ლიდერია 21 ქულით, ხოლო ინსინიემ შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

0.120142