ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ შესაძლოა სერხიო რამოსმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.
El Nacional-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელით პარიზულ გუნდში კმაყოფილები არ არიან, რადგან მან ჯერ კიდევ ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება და მის მომავალს ეჭვის ქვეშ აყენებენ. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სერხიო რამოსს ფიზიკური პრობლემები ხშირად ჰქონდა და მხოლოდ 444 წუთი აქვს ნათამაშები. ამ დრომდე უცნობია, როდის დაუბრუნდება ლეგენდარული ფეხბურთელი მოედანს.
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო რამოსისთვის ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს და შესაძლოა ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ შესთავაზოს, რომელიც რამოსით დაინტერესებული ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა „პარი სენ ჟერმენთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის ფრანგულ გუნდს მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ პარიზელთა მაისურით არ უთამაშია.