ფეხბურთი

13:02 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფანები დონარუმას ქალაქში დაბრუნებას გამოეხმაურნენ

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მილანში დაბრუნდა, სადაც დღეს იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ „სან სიროს“ პუბლიკა 22 წლის მეკარეს დაუსტვენს, რაც ზაფხულში „მილანიდან“ წასვლითაა განპირობებული. მილანის ერთ-ერთ ხიდზე კი დონარუმას შეურაცხმყოფელი ბანერი გამოჩნდა:

„დონარუმა, შენ თბილად აღარასდროს გელოდებიან მილანში. ნაგავო ადამიანო“, - წერია ბანერზე, რომელიც „მილანის“ ფანებმა იმ იმ ხიდზე განათავსეს, რომელიც იტალიის ნაკრების სასტუმროდან ჩანს.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმამ „მილანში“ 2015-2021 წლებში ითამაშა და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. იტალიელი ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.122519