ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების მედალოსანი, იამაიკელი სპრინტერი ნესტა კარტერი დოპინგის გამოყენებაზე მეორედ ჩავარდა. კარტერი ის მორბენალია, რომლის გამოც, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე, უსაინ ბოლტმა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ოქროს მედალი დაკარგა. მაშინაც კარტერს დოპინგის გამოყენება დაუდასტურდა.
კარტერი ახლა 35 წლისაა და სპორტიდან აგვისტოში წავიდა. ამის მიზეზად, ფიზიკური მდგომარეობა (არა ტრავმა) დაასახელა, რამაც მიმდინარე სეზონში ვარჯიშის საშუალება არ მისცა. და მიზეზი, რომლის გამოც მის ორგანიზმში უცნობი აკრძალული პრეპარატი მოხვდა, მკურნალობაა.
კარტერის დოპინგზე ჩავარდნა, იამაიკის დოპინგ საწინააღმდეგო კომისიამ და სპრინტერის ადვოკატმა სტიუარტ სტიმპსონმა დაადასტურეს. ოღონდ, მათ არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ რომელი პრეპარატის გამოყენება ედება ბრალად მორბენალს.
სულ სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კარტერმა პეკინის ოლიმპიადაზე გამოტანილი დისკვალიფიკაციის აპელაცია წააგო. იმ სასჯელის გამო, ესტაფეტაში ოქროს მედალი კარტერის და ბოლტის გარდა, ასაფა პაუელმა და მაიკლ ფრეიტერმაც დაკარგეს.
საინტერესოა, რომ სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება, კარტერმ იმის გამო მიიღო, რომ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობისას, აკრძალოლი პრეპარატების გამოყენება მოუწევდა. და მან არჩევანი, საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გააკეთა.
კარტერის პირად საუკეთესო დრო 100 მეტრზე სპრინტში, 9.78 წამია. ეს ყველა დროის მეცხრე საუკეთესო დროა. იამიკელ სპრინტერთა მიერ ნაჩვენებ შედეგებში კი მეოთხე საუკეთესოა.