სხვა

0:52 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეთიოპიელმა ლემამ ლონდონის მამაკაცთა მარათონი მოიგო

ეთიოპიელმა სისაი ლემამ ლონდონის მამაკაცთა მარათონი მოიგო. მან ფინიში ორ საათში, ოთხ წუთსა და ერთ წამში გადაკვეთა. ლემამ დისტანციის მიწურულს შეძლო ლიდერი ჯგუფის ჩამოტოვება და ეულად დაასრულა გარბენი.

30 წლის ეთიოპიელმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ფინიშსაც ვერ მიაღწია, ლონდონში კი შარშან კვარცხლბეკზე (მესამე ადგილი) იდგა, 27 წამით აჯობა კენიელ ვინსენტ კიპჩუმბას, ვინც შარშანაც მეორე იყო. მესამე ადგილი ასევე ეთიოპიელმა, მოსინეტ გერემევმა დაიკავა.

მარათონის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ეთიოპიელმა შურა კიტატამ, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, სიცხით გათანგულმა ფინიშს ვერ მიღწია, ამჯერად გარბენი მეექვსე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ კიტატამ ლონდონში მუხლის ქვედა მყესის ტრავმით იასპარეზა.

არ უასპარეზია მარათონის კენიელ გრანდს, ელიუდ კიპჩოგეს, ვისაც ლონდონის წინა ხუთი მარათონიდან ოთხი მოგებული აქვს. არც ბრიტანელ მო ფარას უასპარეზია, ვისაც ტერფის სტრესული მოტეხილობა აქვს და ამ მიზეზითვე, ვერ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურის მოპოვება შეძლო.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარბენში უშუალოდ მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა მორბენალმა მიიღო, დაახლოებით 40 000-მა კი ვირტუალურად იასპარეზა.

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ლონდონის შარშანდელი მარათონი მხოლოდ ელიტარული მორბენლებისთვის ჩატარდა.

0.115905