3 ოქტომბერს „მილანის“ შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს 40 წელი უსრულდება, თუმცა იბრამ დღეობა 1 ოქტომბერს გადაიხადა - გვამცნობს Football Italia.
წყაროს ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩმა სუფრის გაშლა ხუთშაბათს იმიტომ არჩია რომ მას „მილანის“ ფეხბურთელები დასწრებოდნენ. 3-ში, კვირას, „მილანი“ სერია A-ს მატჩში „ატალანტას“ ეთამაშება.
ფეხბურთელების გარდა, შვედმა წვეულებაზე კლუბის ტექნიკური პერსონალი, ექიმები და სხვა თანამშრომლებიც დაპატიჟა.