ფეხბურთი

19:15 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას საგოლე პასი უკრაინის ჩემპიონატში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მეათე ტურში „კოლოსის“ ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ საგოლე პასი მიითვალა.

სიჭინავას გუნდმა ოდესის „ჩერნომორეცს“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ნიკა მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ერთ წუთში საგოლე პასი გააკეთა. მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც რენან ოლივეირამ თავით გაიტანა.

ოდესელთა რიგებში გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა ვაჩიბერაძე კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

„კოლოსს“ 9 თამაშში 11 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ჩერნომორეცი“ 6 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112265