ფეხბურთი

13:59 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) 33-ე ტურში „ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „სუვონ სიტის“ ესტუმრა და იოლად, 3:0 მოიგო.

ყაზაიშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა, ანგარიში კი სწორედ მან გახსნა. მერვე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით საჯარიმოში თავისუფალი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ვაკომ შეასრულა და უნაკლოდაც. მეორე ტაიმში „ულსანმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და 3 ქულა მოიპოვა.

ყაზაიშვილის სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა, ამასთან აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. „ულსან ჰიუნდაი“ 64 ქულით პირველ ადგილზეა და საჩემპიონო ზონაში ადგილი დაბევებული აქვს, მომდევნო მატჩს კი 24 ოქტომბერს, სტუმრად „სეონგნამთან“ გამართავს.

0.072944