ფეხბურთი

14:20 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტას" სტადიონზე ბავშვებმა "რეინჯერსის" ფეხბურთელს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

პრაღის „სპარტასა“ და „რეინჯერსის“ მატჩში სტუმართა ფეხბურთელ გლენ კამარას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეხვედრას 10 000 14-წლამდე ასაკის ბავშვი დაესწრო, თანხმლებ პირებთან ერთად და სწორედ ბავშვებისგან გახდა კამარა თავდასხმის ობიექტი - მისი მისამართით ისმოდა სტვენა და შეძახილი - Buuu…

აგვისტოში, „მონაკოს“ ნახევარმცველი ორელინ ჩუამენის რასისტული შეურაცხყოფის გამო „სპარტას“ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლა 10 მატჩით აუკრძალეს, შემდგომ კი უეფამ გადაწყვიტა, რომ სანქცია შეეცვალა და 10 000 ბავშვით ჩაენაცვლებინა ზრდასრული ადამიანები. მიუხედავად ამისა, შედეგი არ შეცვლილა და პრაღაში ისევ რასისტული შეძახილები ისმოდა.

0.114209