„ბარსელონა“ რონალდ კუმანის გათავისუფლებას აპირებს და ახლა მწვრთნელს აქტიურად ეძებს. ესპანური მედიის ცნობით, ჟოან ლაპორტას ფავორიტი ანდრეა პირლოა, მაგრამ მას მას ბორდის წევრები არ ეთანხმებიან.
ლაპორტა პირლოში მომავალ ფრანკ რაიკაარდს ხედავს და გარდა ამისა, ის სხვა მწვრთნელებთან შედარებით ნაკლებ ხელფასზე მუშაობაზეც თანახმა იქნება. პირლოს „იუვენტუსთან“, რომელსაც გასულ სეზონში წვრთნიდა, კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს, მაგრამ მისი გაწყვეტა პრობლემას არ წარმოადგენს.
ბორდის წევრები კი ფიქრობენ, რომ პირლო არ არის „ბარსელონასთვის“ საუკეთესო ვარიანტი. მათ სიაში რობერტო მარტინესი, ჩავი და მარსელო გალიარდო არიან. არგენტინელს „რივერ პლეიტთან“ კონტრაქტი იანვრამდე აკავშირებს, რაც მის „ბარსაში“ დასაქმებას ართულებს.
მოსალოდნელია, რომ „ბარსელონა“ რონალდ კუმანს „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ დაითხოვს, რადგან ორკვირიანი სანაკრებო პაუზა იწყება და კლუბს უფრო მეტი დრო ექნება ახალი მწვრთნელის დასანიშნად.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩემპიონთა ლიგის შედეგები, სადაც ორივე მატჩი ისე წააგო, რომ კარში არ დაურტყამს.