ბრიტანელმა გრეგ რეზერფორდმა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, სიგრძეზე ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა.. ის ახლა 34 წლისაა და პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, ბებსლეიში ასპარეზობას გეგმავს. და თუ კვარცხლბეკზე ასვლას შეძლებს, გახდება პირველი ბრიტანელი ათლეტი, ვინც მედლებს ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადებზე დაეუფლება.
რეზერფორდმა სიგრძეზე ხტომაში ასპარეზობა 2018 წელს შეწყვიტა, რისი მიზეზიც, ხშირი ტრავმები გახდა. და როგორც ჩანს, ბობსლეიში გადაინაცვლა. ახლა იმედი აქვს, რომ ჯერ ბრიტანეთის გუნდში მოხვდება, შემდგ კი მედლისთვის იბრძოლებს.
რეზერფორდმა უკვე გაიარა ტესტები და ბრიტანეთის ბობსლეის და სკელეტონის ასოციაციის მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ის მსოფლიო თასზე იასპარეზებს და ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს.
„ჩემს ბობსლეის კარიერაში, მიღწევა უკვე მაქვს. ჩატარებული გამოცდების შემდეგ, ბრიტანეთის გუნდთან ერთად ასპარეზობის უფლება მოვიპოვე. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ოლიმპიადის საგზურის მოპოვება შევძლოთ. ამისთვის, მსოფლიო თასის შეჯიბრებზე, კარგი შედეგები უნდა გვქონდეს“, - ამბობს რეზერფორდი, ვინც ბობსლეიში ვარჯიში წელს, აპრილში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ რეზერფორდმა რიოს ოლიმპიადაზე (2016 წელს) სიგრძეზე ხტომაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადებზე მედლები მხოლოდ ექვს ათლეტს აქვს მოპოვებული. ესენი არიან ამერიკელი მოკრივე და ბობსლედერი ედი იგანი, ნორვეგიელი სამთო მოთხილამყურე და აფროსანი იაკობ ტულინ თამსი, გერმანელი (გდრ) მოციგურავე და ტრეკის ველომრბოლი კრისტა ლუდინგ-როთენბურგერი, კანადელი ველომრბოლი და მოციგურავე კლარა ჰიუზი, ამერიკელი სპრინტერი და ბობსლედერი ლორინ უილიამსი და ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე და მოციგურავე ედი ალვარესი.