შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა ტრავმირებულია და სამი თვე ვერ ითამაშებს. როგორც "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს, თუმცა საოპერაციო არაა. სარეაბილიტაციო პერიოდი კი სამი თვე გაგრძელდება.
ჯაკამ ფეხის დაზიანება კვირას, "ტოტენჰემთან" გამართულ პრემიერლიგის მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში გრანიტმა ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შვეიცარიელი ფეხბურთელი "არსენალმა" 2016 წელს "გლადბახიდან" დაიმატა და მას შემდეგ საკლუბო დონეზე ჩატარებულ 225 მატჩში თავი 13 გოლით და 20 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.