ფეხბურთი

20:10 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს და უახლოეს მატჩს გამოტოვებს

„გენტის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გაავრცელა.

გიორგი კონფერენს ლიგის მეორე ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა და როგორც გაირკვა, ტრავმა აქვს, თუმცა არცთუ ისე სერიოზული.

„გიორგი ხვალ ჩვენთან ერთად არ იქნება, რადგან ბარძაყზე პრობლემა აქვს. თავიდან არც ისე სერიოზული ჩანდა და გიორგიმ გუნდთან ერთად ვარჯიშიც შეძლო, მაგრამ დღეს ძალიან გაუწირდა და ამიტომ, დარჩა განაცხადს მიღმა. უახლოეს დღეებში მომდევნო გამოკვლევა ჩაუტარდება და გავიგებთ, კვირას მოახერხებს თუ არა, თამაშს“, - თქვა ბელგიელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასით გამოირჩა, ბოლო ტურში კი, „სერკლ ბრიუგესთან“ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ ორშაბათიდან საქართველოს ნაკრები უნდა შეიკრიბოს და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ვილი სანიოლის გუნდის დახმარებას.

0.109225