ფეხბურთი

21:39 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ეტოოს შედეგი გააუმჯობესა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს ჩემპიონთა ლიგაზე 31 გოლი დაუგროვდა და "წითლების" ერთ-ერთი ლიდერი აფრიკელ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა. "პორტუსთან" სტუმრად მოგებულ (5:1) ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში სალაჰმა დუბლი შეასრულა.

აფრიკელ მოთამაშეებს შორის ლიგაზე ბომბარდირი დიდიე დროგბაა 44 გოლით. აქამდე, მეორე პოზიციაზე იყო სამუელ ეტოო (30), თუმცა ახლა კამერუნელის შედეგი სალაჰმა გააუმჯობესა. მოჰამედს 31 გოლის გასატანად 60 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

0.128656