„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „მანჩესტერ სიტისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი იზრდება და განსაკუთრებით ასეთი მატჩებით.
„ვფიქრობ, გუნდმა კარგად ითამაშა. ვიცოდით, როგორ უნდა გადაგველახა რთული მომენტები ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „მანჩესტერ სიტია“. ვიცოდით, როგორ გვეთამაშა და როგორ შეგვეტია. გუნდი ერთ ღამეში არ შენდება. ასეთი მატჩები სასარგებლოა და ეხმარება ამ პროცესს. ვცდილობთ გავიზარდოთ, ფეხბურთელები პოზიტიურად არიან განწყობილნი და იციან რა უნდა გააკეთონ. ჩემმა ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და მათ ვულოცავ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტი“ ისტორიაში პირველად დაამარცხა (მეექვსე ცდაზე). ფრანგული გუნდი ჯგუფში 4 ქულით „ბრიუგესთან“ ერთად ლიდერია, მესამე ტურში კი გერმანულ „ლაიფციგს“ შეხვდება.