ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი როჯერ ჰანტი 83 წლის ასაკში გარდაიცავალა.
მან კარიერის უმეტესი ნაწილი „ლივერპულში“ გაატარა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ინგლისის ჩემპიონატში - 404 მატჩი და 244 გოლი. საერთო ჯამში „წითლების“ რიგებში მის აქტივში 492 თამაში და 285 გოლია. მხოლოდ იან რაშს აქვს უკეთესი შედეგი - 346 გოლი. ის ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჰანტმა 34 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, 1966 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.