შვედეთის საფეხბურთო კავშირმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქტომბრის საშინაო შესარჩევი მატჩებისთვის - 9-ში კოსოვოსთან და 12-ში საბერძნეთთან - ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.
კვლავ გამოიძახეს 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც წლეულს გაზაფხულზე ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში, ორი მატჩი ჩაატარა საქართველოსთან და კოსოვოსთან და შემდეგ ტრავმის გამო კვლავ დააკლდა სკანდინავებს. ამ მიზეზით მან ევრო 2020-იც გამოტოვა.