ფეხბურთი

14:51 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოქტომბრის მატჩებში უკრაინის ნაკრებს ზინჩენკო ვერ დაეხმარება

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკო, უკრაინის ნაკრებს ოქტომბრის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარება - წერს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კლუბის ექიმებმა ფეხბურთელს კუნთის ტრავმა დაუდგინეს და როდის შეძლებს თამაშს, ჯერჯერობით უცნობია.

ზინჩენკოს ნაცვლად, უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოლეკსანდრ პეტრაკოვმა „დნიპრო 1“ -ს 24 წლის შუახაზელი ოლეკსანდრ პიხალიონოკი გამოიძახა.

ოქტომბერში უკრაინელებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩის გამართვა მოუწევთ: 9-ში ისინი ფინელებს ეწვევიან ჰელსინკიში, 12-ში კი ლვოვში ბოსნია - ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126687