ფეხბურთი

14:25 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონით „ბარსელონა,“ „რეალი“ და პსჟ დაინტერესდნენ

„ევერტონის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რიშარლისონ დე ანდრადემ, ჟურნალისტებს მისადმი „ბარსელონას,“ მადრიდის „რეალისა“ და პსჟ-ის ინტერესის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ასეთ სიახლეებს ყოველთვის ფრთხილად ვეკიდები. ყველა მიყვარს „ევერტონში.“ მათ ძალიან თბილად მიმიღეს. არ ვიცი რა იქნება ახლო მომავალში. თუმცა, თუ წასვლა მომოწია, ძალან კარგი შემოთავაზება უნდა იყოს ჩემთვისაც და კლუბისთვისაც.

მაგრამ თუ დავრჩი, ყველაფერს გავიღებ „ევერტონისთვის.“ გუნდს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს და აქ თავს შინაურულად ვგრძნობ.“ - ციტირებს რიშარლისონის სიტყვებს Ole.

0.113445